„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი სოფელ გვიმბალაურის მოსახლოებას შეხვდა.
შეხვედრას ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო წილოსანი და სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი ცისანა ურუშაძე ესწრებოდნენ.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნინო წილოსანმა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ლანჩხუთს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც იქნება საუკეთესო მენეჯერი, კარგი მეურნე და მოტივირებული ადამიანი.
დეპუტატამა ასევე ლანჩხუთში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ,,ბოლო წლებში არაერთი საბავშვო ბაღი და სკოლა რეაბილიტირდა, აშენდა ახალი შენობები. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, აღნიშნა წილოსანმა.
ალექსანდრე სარიშვილმა ამომრჩეველთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობით დაიგეგმება, რათა მაქსიმალურად იყოს მორგებული მათ ინტერესებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.