სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე სარიშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა საფლავები და მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
მერობის კანდიდატი დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღევლინა.
„27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვე გაგრძელდა. ბრძოლა სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს, 15 ლანჩხუთელი მეომარი გმირულად დაიღუპა. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ აფხაზეთს და ასეთი დღეები აღარასდროს განმეორდება“, აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.