ირაკლი ალასანია: ეკონომიკური კუთხით შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი მთავრობის გადადგომაა
29-04-2015, 01:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი მთავრობის გადადგომაა. ალასანია "დე-ფაქტო პრემიერს" ურჩევს, რაც შეიძლება დროულად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.


როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, მთავრობამ საკუთარი რესურსი მთლიანად ამოწურა, ხოლო მოსახლეობა ვერ ხედავს გუნდს ხელისუფლებაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია. ალასანიაა თქმით, საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობა უცხოელმა ინვესტორებმაც დაკარგეს.


"რაც უფრო გაიჭიმება ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნა, რომელსაც საკუთარი ბიუროკრატიაც კი აღარ სცემს პატივს, ეს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას შეუწყობს ხელს. მთავრობას არა აქვს განცდა იმისა, რომ შექმნილი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტისთვის უნდა იმოქმედონ. მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება", - აცხადებს ირაკლი ალასანია.


ირაკლი ალასანიას მიაჩნია, რომ როცა მთავრობა ლარის "დაჭერას" ვერ ახერხებს, ენერგოტარიფების გაზრდა გარდაუვალია და საქმე ენერგოკრიზისამდეც შეიძლება მივიდეს. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი