საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიასა და ქართული დელეგაციის წევრებს ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიტალიუს ვაიკშნორასმა უმასპინძლა.
მათივე ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესში ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს.
„ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებს შეეხო.
ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვაიკშნორასი საქართველოში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები უკვე გამართა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.