პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მერობის კანდიდატი რამაზ ბუდაღაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
რამაზ ბუდაღაშვილმა ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ზურაბ მჭედლიშვილი და ჩინგიზ ალიევი წარუდგინა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველი გუნდის კანდიდატებმა მოსახლეობისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ადგილობრივებმა კანდიდატებს საბავშვო მოედნის, სასმელი წყლის სისტემისა და სადარბაზოების აღდგენა სთხოვეს.
მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მოსახლეობის საჭიროებებს გაითვალისწინებს და მათ მოთხოვნებს შეასრულებს.
რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, მისი საარჩევნი პროგრამა სწორედ ადგილობრივების საჭიროებებზეა დაფუძნებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.