მანანა კობახიძე: თუ დავით ბაქრაძე მის მიერ აღებულ პრემიებს დააბრუნებს, იგი გაჭირვებულ მოსახლეობას შეეხიდება
29-04-2015, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


"ლარის კურსი იმიტომ კი არ დაეცა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დავით ბაქრაძე არ არის ხელისუფლებაში, რომელსაც სხვათაშორის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიურად 75 ათასზე მეტი პრემია აქვს აღებული", – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს.


როგორც მანანა კობახიძემ გადაცემაში „არჩევანში“ აღნიშნა, ხელისუფლება და მთავრობის მთელი შემადგენლობა ყველაფერს აკეთებს ლარის კურსის ვარდნის საწინააღმდეგოდ.


მანანა კობახიძემ გადაცემის წამყანს შენიშვნა მისცა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები გაახსენა. „ტარიფების გაზრდაზე ჯერ არაა საუბარი და ნუ შევაშინებთ ადამიანებს. არც ის არის სწორი გიორგი, ახლა ტელეეკრანიდან ხალხს რომ მოუწოდებ, ხვალ დილიდან დოლარი კიდევ უფრო ძვირი იქნებაო. შეიძლება, ახლა ადამიანები სადღეღამისო ბანკებში მიდიან და დოლარს ყიდულობენ. ლარის კურსი იმიტომ კი არ დაეცა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დავით ბაქრაძე არ არის ხელისუფლებაში, რომელსაც სხვათაშორის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიურად 75 ათასზე მეტი პრემია აქვს აღებული. ჩვენი მოქმედი, პარლამენტის თავმჯდომარე პრემიებს არ იღებს. თუ დავით ბაქრაძე ამ პრემიებს დააბრუნებს და იმ გაჭირვებულ მოსახლეობას შეეხიდება, უკეთესი იქნება. განსხვავება ჩვენს და მათ შორის ეს არის. რომელი ინვესტიციების შეფერხებაზე მესაუბრება დავით ბაქრაძე? სწორედ მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის ყოფნის პერიოდში, პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მხრიდან სამი ებრაელი ბიზნესმენის, ძალიან სერიოზული ინვესტორის დაპატიმრება რომ მოხდა? ლამის, დიპლომატიურ სკანდალში რომ გაეხვა ჩვენი ქვეყანა ისრეაელთან?! აი ასე უწყობდნენ ხელს ინვესტორებს. გაიხსენონ რამდენი ქართველი ინვესტორი ჰყავდათ დაპატიმრებული, რამდენი ქართველი ბიზნესმენები ჰყავდათ დაპატიმრებული , რომლებიც ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, საიდანაც მუდმივად იღებდნენ ფულს საკუთარი ინტერსებისთვის“, – განაცხადა მანანა კობახიძემ გაცემა „არჩევანში“.


ამასთან, უმრავლესობის წევრი დეპუტატი ლარის კურსის ვარდნას მთლიანად გარე ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი