ფიქრია ჩიხრაძე: „ჩვენ ცხადია, შევხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება“
28-09-2017, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ცხადია, შევხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ამასთან ერთად, ოპოზციასთან კონსულტაციებიც გაგრძელდება.

 

 

„ვეტოს ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ვეტოს ითხოვს ასევე „ქართული ოცნება“. შესაძლოა, საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. ჩვენ ცხადია, შევხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება. მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი. ამავე დროს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგს გავაგრძელებთ.

 

 

კონსტიტუცია იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რომ მზად ვართ, ყველანაირი ინსტრუმენტი, ყველნაირი შანსი ამისთვის იქნას გამოყენებული", განუცხადა „რუსთავი 2"-ს ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 

გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ 20-მდე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ მისულან.

 

 

უმრავლესობა პრეზიდენტს შეხვედრის საკუთარ ფორმატს - მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი