თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა მიმართა და კურსის წარმარტებით დასრულება მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს ბრიტანელმა ექსპერტმა და ტრენინგის ხელმძღვანელმა ჯონ ჩეშაირმა, პროფესიული განვითარების პროგრამისა და ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმაც. შიდა აუტიდის ტრენინგი მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დაიხურა.
შიდა აუდიტის ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით წელს მესამედ გაიმართა.
„დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეულმა ექსპერტმა, ჯონ ჩეშაირმა ტრენინგის მონაწილეებს ოთხი დღის განმავლობაში ეფექტიან ტესტირებაზე, ადამიანური რესურსების, ინფორმაციის მართვასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა. კურსში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებების შიდა აუდიტორებმა მიიღეს.
ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის - სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის - მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მისი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.