პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მერობის კანდიდატი თემურ ჩუბინიძე საწირის თემის სოფლების, დაბაძვლის, ძიროვნის, სამტრედიის, ახალსოფლის, საწირისა და ბზიაურის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი იზო ნემსაძე წარუდგინა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, თემურ ჩუბინიძემ შეხვედრაზე საწირის, როგორც ტურისტული და საკურორტო პოტენციალის მქონე სოფელზე ისაუბრა.
„ეს მომავლის სოფელია, სადაც ხელისუფლება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს. უკვე დასრულების სტადიაშია სოფლის გაზიფიცირების პროცესი. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წყლის ახალი მაგისტრალი გაკეთდება და საწირე სულ მალე ევროპული ტიპის სოფელი–კურორტი გახდება. საწირის განვითარების პროექტი სამთავრობო პროექტად გამოცხადდა“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.