პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ (გია) იოსელიანი სოფლების, ნამოხვანის, ოფურჩხეთის, ჯიმასტაროს, გუმათისა და ჟონეთის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გრიგოლ იოსელიანმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრებზე, თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე, წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ახალაძემაც ისაუბრა.
„ჩვენს მუნიციპალიტეტს მდინარე რიონის სახით, უდიდესი ბუნებრივი რესურსი აქვს. ნამახვან ჰესის მშენებლობა მომავლის პროექტია, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება. კაშხლების მშენებლობის დასრულების შემდეგ, 443 მეგავატი სიმძლავრის ჰესი დამატებითი მოცულობის ენერგიას წარმოქმნის, რომელიც საქართველოს ენერგომომარაგებას სრულად მოხმარდება, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში უდიდეს წვლილს შეიტანს“, განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურა განვითარდება, ადგილობრივები დასაქმდებიან და დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ.
„დარწმუნებული ვარ, რომ მალე აქ ევროპული დონის სასოფლო დასახლებას ვიხილავთ“, განაცხადა მერობის კანდიდატმა სოფელ ნამოხვანში გამართულ შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.