„ასეთი გამგებელი დიდუბეს არ ჰყოლია“ - კერესელიძის ქუჩის 2 ნომერში მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე გულიკო ბარქაია ირმა ზავრადაშვილს მადლობას უხდის
28-09-2017, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბის რაიონის კერესელიძის ქუჩის 2 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე გულიკო ბარქაია ამავე რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს კორპუსის მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემების ოპერატიულად მოგვარებისათვის მადლობას უხდის.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს გულიკო ბარქაიამ უთხრა, დიდუბის გამგებელს ყველა მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე მაქსიმალური ყურადღება აქვს გამოჩენილი და პრობლემური საკითხები დაუყოვნებლივ მოუგვარებია.

 


„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა დიდუბის გამგებელს, ქალბატონ ირმა ზავრადაშვილს. იგი, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარეს, ყველაფერში დაგვეხმარა. ვერ გავიხსენებ, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე პრობლემის თუ შეფერხების პროცესში, მიმემართოს მისთვის და მას დაუყოვნებელი რეაგირება არ მოეხდინოს. ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც დიდ დროს არ ითხოვდა, მაქსიმუმ 10-15 წუთში გადაუწყვეტია ან დაუჩქარებია პრობლემების გადაწყვეტის პროცესი“, უთხრა GUARDIAN.GE-ს გულიკო ბარქაიამ.

 

 

 


მისი თქმით, გამგეობის დაფინანსებით და პირადად დიდუბის გამგებლის უშუალო ჩართულობით, საცხოვრებელ კორპუსში მთლიანად შეიცვალა კანალიზაციის სისტემა და ჭები, დაიგო ასფალტი და საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადზე ნაპრალები შეილესა.

 


„მუდმივი პრობლემა იყო ამ მხრივ. 33 ოჯახი ცხოვრობს 10-სართულიან კორპუსში და ბუნებრივია, იქნებოდა პრობლემები და შეფერხებები. ამ დროისთვის, მსგავსი პრობლემები აღმოფხვრილია.

 


„მაგალითად, წლების წინ კორპუსის მიმდებარე ადგილი გადათხარეს - მოხრეშილი კი იყო, თუმცა, ორმოების გამო წყლები დგებოდა და დისკომფორტს ქმნიდა. წელს დავწერე განცხადება, რომ მოგვარებულიყო აღნიშნული პრობლემა და ეზოში უკვე ასფალტის საფარია დაგებული.

 


„მინდა გითხრათ კიდევ ერთ ძალზე მტკივნეულ პრობლემაზეც. ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი ჩაბარებულია 1996 წელს. კორპუსში შიგნით იყო წყალსაწრეტი მილები, რომელიც დროთა განმავლობაში გაიჭედა ფოთლებით, ნაგვით და იქედან წყალი პირველ-მეორე სართულებზე ამოვიდა. აღნიშნული პრობლემაც მოგვარდა - წყალსაწრეტები შეიცვალა - სადინარები გარეთ არის ახლა გამოტანილი და მცხოვრებლებს პრობლემას აღარ უქმნის“, ამბობს გულიკო ბარქაია და აზუსტებს, რომ აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებით, ხოლო კანალიზაციის სისტემის შეცვლა და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება გამგეობის თვითდაფინანასებით განხორციელდა.

 

 

 


ამხანაგობის თავმჯდომარის ინფორმაციითვე, თვითდაფინანსებით გაკეთდა ასევე საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადზე ნაპრალების შელესვა და ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა, დიდუბის გამგეობის დახმარებით და გამგებლის უშუალო ჩართულობით, ბოლო ერთ წელიწადში იქნა მოგვარებული.

 


„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუკი რამე კრიზისული სიტუაცია ყოფილა, დაგვიანებულა საკითხის გადაწყვეტა და ხელის წაკვრა ყოფილა საჭირო - მაგალითად, განცხადება ხდებოდა ხანდაზმული, პირდად ვურეკავდი ირმა ზავრადაშვილს და მომენტალურად გვეხმარებოდა. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, ამა თუ იმ პრობლემური საკითხის განსახილველად, გამგეობაშიც დავუბარებივარ, თათბირიდან გამოსულა და გამსაუბრებია. არ მახსოვს, რომ დამერეკოს მისთვის და საუბარი გადაედოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას ასეთი თანადგომისთვის, ყურადღებისა და ადამიანური მიდგომისთვის. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ასეთი გამგებელი დიდუბეს არ ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია“, განაცხადა გულიკო ბარქაიამ, რომელმაც კორპუსის მცხოვრებლების დღეს უკვე „ერთადერთი პრობლემის“ შესახებაც ისაუბრა. საკითხი საერთო ეზოში წლების წინათ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაახლოებით 20კვ.მ.-ზე აშენებულ 1 მეტრის სიმაღლის წყლის რეზერვუარს ეხება, რომელიც ისედაც მცირე ზომის ეზოს სივრცეს ართმევს და რაც მთავარია, როგორც გულიკო ბარქაია აცხადებს, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის.

 


ამხანაგობის თავმჯდომარემ საკითხის გადაჭრის მიზნით წყლის კომპანიას წლებია რაც მიმართა, განცხადებას მობინადრეთა ხელმოწერებიც დაურთო, მაგრამ საკითხის მათ სასარგებლოდ გადაჭრას დღემდე უშედეგოდ ელოდებიან. გულიკო ბარქაიას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დიდუბის გამგეობის პრეროგატივას არ წარმოადგენს, იმედი აქვს, რომ ირმა ზავრადაშვილი მათ წყალმომარაგების კომპანიასთან შუამდგომლობას გაუწევს, რათა საკითხი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდეს.

 

 

 


„წლების წინ, კორპუსის ზედა სართულებს წყალი ძალიან დაბალი წნევით მიეწოდებოდა“, ჰყვება ქალბატონი გულიკო ბარქაია და განაგრძობს: „აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დავწერეთ განცხადება და დაგვიყენეს ეზოში წყალსაქაჩი, თუმცა, იგი არ გამოგვიყენებია, რადგან გაირკვა, რომ წყლის დაბალი წნევით მიწოდების მიზეზი წყლის სისტემის ნახევრად გადაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ყოფილა. გაიხსნა საკეტი, შეიცვალა მილები და წყალი მთელ კორპუსს მაღალი წნევით მოგვეწოდება უკვე 3-4 წელია. ამის შემდეგ კი, წყალსაქაჩი მოგვიხსნეს და დარჩა ეს, კორპუსის შუა ეზოში აშენებული უსახური ნაგებობა, რის გამოც არის სიბინძურე, ზაფხულში სუნი დგება, რაც, ბუნებრივია, შემაწუხებელია. დავწერე განცხადება და 48 ხელმოწერა წყლის კომპანიაში მივიტანე, თუმცა იქ განგვიცხადეს, რომ ნაგებობას არ დაანგრევენ და რეზერვუარად დატოვებენ. განცხადება გამგეობაში არ მიმიტანია, რადგან ეს საკითხი მათ არ ექვემდებარება, უშუალოდ წყლის კომპანიაა პასუხისმგებელი, თავად ეს მონაკვეთიც კი, სადაც ნაგებობა დგას მათ ეკუთვნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქ-ნი ირმა არ შემიწუხებია, რადგან ყველაფერზე მას ხომ არ მივმართავ, მით უფრო, როცა ეს მის კომპეტენციაში არ შედის“, აღნიშნა კერესელიძის ქუჩის 2 ნომრის ათეულობით ოჯახის სახელით გულიკო ბარქაიამ.

 


GUARDIAN.GE აღნიშნულთან დაკავშირებით დიდუბის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს დაუკავშირდა. გამგებელმა განაცხადა, რომ მოახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და აუცილებლად დააყენებს წინადადებას თბილისის წყალმომარაგების კომპანიის წინაშე, რომ საკითხი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაიჭრას.

 

 

„ეს პრობლემა ქალბატონ გულიკოს ჩემთან არ დაუფიქსირებია. გავუშვებ უკვე, მის იდენტიფიცირებას გავაკეთებ და საკითხს აუცილებლად დავაყენებ. 

 


„რაც შეეხება ჩემს მიმართ გამოხატულ მადლიერებას, მინდა გითხრათ, რომ ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს აქვს ჩემი ტელეფონი და თუკი პრობლემების მოგვარებას მეტ-ნაკლებად ვახერხებთ, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, ეს უფრო მეტად ჩემი თანამშროლების დამსახურებაა იმიტომ, რომ უბრალოდ, ყველას ვერ გავწვდებოდი. მე ვიღებ ინფორმაციას 24-საათიან რეჟიმში. მირეკავენ თვითონ, მერე უკვე გადავამისამართებ ხოლმე იმის მიხედვით, ვის კომპეტენციაშიც შედის ესა თუ ის საკითხი და შემდეგ უკვე აკითხავენ მათ ადგილებზე.

 


„ხშირად კერძო კომპანიებთან არის ხოლმე პრობლემა, როგორიც არის „თელასი“ და GWP. როდესაც კერძო კომპანიასთან არის პრობლემა, ვეხმარები მოსახლეობას მათთან კომუნიკაციაში - მე ვურეკავ GWP-ს, რომ სასწრაფოდ მიდი, რადგან აი, ამ ადგილზე პრობლემა მაქვს და ა.შ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ დიდუბის რაიონი მუშაობს ცოტა სპეციფიურად. გამგეობაში გვაქვს სპეციალური პროგრამა. ამ პროგრამის მომხმარებლები არიან ამხანაგობის თავმჯდომარეები და ძალიან ბევრი საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, რომელიც 2014 წლიდან დიდუბის რაიონის გამგეობასთან ერთად არსებობს. ეს ადამიანები, სადაც პრობლემას ნახავენ, იმის განურჩევლად, ცხოვრობენ თუ არა ამ ადგილზე, იღებენ ფოტოსურათს, ამ პროგრამაში ფიქსირდება და ავტომატურად აგზავნიან ჩემთან. ხშირად იმაზე ადრე ვგებულობ მე პრობლემას, ვიდრე ამას დავუშვათ, რომელიმე კერძო კომპანია გაიგებს. ამ პროგრამის საშუალებით, ეს პრობლემა პირდაპირ უჯდება შემსრულებელს ჩემთან. ანალიტიკური ჯგუფი ხვდება და ანაწილებს, თუ სად რა არის გასაკეთებელი. სწორედ, ამ პროგრამის დამსახურებაა, რომ სწრაფად ვგებულობთ პრობლემების შესახებ და ძალიან სწრაფად გვაქვს რეაქცია“, უთხრა ირმა ზავრადაშვილმა GUARDIAN.GE-ს.

 

კომენტარები: 1
#1   გიორგი
      
ქალბატონო და მისი მთელი კოლექტივი ძალიან კარგი ადამიანური მიდგომით და შეძლების და გვარად მის ფარგლებში ეხმარება უთქმელად თუ მართლა ეკუთნის მას სახლ აღება განსაკუთრებით ეხმარება შშმპ. მყოფი ადამიანებისამებრ არის უზომოდ უანგაროდ ეხმარება. პატივისცემით გიორგი სანაკოევი
2 ოქტომბერი 2017 00:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი