პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ ამირან გიორგაძესთან ერთად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ახკერპისა და ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ადგილობრივ ამომრჩეველს ოფრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესიკ გუჯეჯიანი და ახკერპის მაჟორიტარობის კანდიდატი არამ კარაპეტიანი წარუდგინა.
კანდიდატებმა შეხვედრაზე მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„მმართველი ძალა მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ამისთვის შემუშავდა და ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, რომელიც მთის გაძლიერებასა და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად“, განაცხადა თემურ აბაზოვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.