პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებსა და კანდიდატებს შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ამხანაგური მატჩი გაიმართა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა პარტიის მხარდამჭერებსა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ადამიანებში, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებში მეტად მნიშვნელოვანია. ჩემი მიზანი საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო, ჭიდაობის, ძიუდოსა და სპორტის სხვა სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობაა სლოგანით „სპორტი–ყველა ოჯახში“. ყველა სოფელს ექნება ახალი სპორტული მოედანი, ან არსებულს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ასევე, ჩემი დიდი სურვილია, მარნეულში ევროსტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი აშენდეს“, განაცხადა თემურ აბაზოვმა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მერობის კანდიდატი მზადყოფნას გამოთქვამს, ამ მიმართულებით დონორების მოძიებასა და სპორტულ ღონისძიებებში ადგილობრივების მეტი ჩართულობისთვის აქტიურად იმუშაოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.