ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების განხორციელების მიზნით მის ტერიტორიაზე მოქმედ ჩრდილოეთ კორეის კომპანიებს უთხრა, რომ იანვრის დასაწყისისთვის უნდა დაიხურონ.
როგორც BBC იუწყება, ამავე დროს უნდა დიახუროს ჩინურ-ჩრდილოეთ კორეული ერთობლივი საწარმოებიც.
ჩინეთმა, ფხენიანის ერთადერთმა მთავარმა მოკავშირემ, საფეიქრო ვაჭრობა უკვე აკრძალა და შეზღუდა ნავთობის ექსპორტი.
აღნიშნული ნაბიჯი ფხენიანის მიერ მე-6, ყველაზე მძლავრი ბირთვული სარაკეტო გამოცდის შედეგია.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ, რომლის წევრიცაა ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 11 სექტემბერს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
ჩინეთის კომერციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ტერიტორიის შიგნით მოქმედი ნებისმიერი ჩრდილო კორეული კომპანიის დახურვის ბოლო ვადად რეზოლუციის მიღების დღის შემდგომი პერიოდიდან 120 დღე დააწესა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.