„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გამოაქვეყნეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც მათი თქმით, თავიანთ ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ეკუთვნის.
როგორც BBC იტყობინება, მოსაუბრე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მსგავსად საუბრობს, ჩრდილოეთ კორეის აშშ-ისა და იაპონიისადმი ბოლოდროინდელ მუქარებს იმოწმებს.
იგი ასევე საუბრობს „ისლამური სახელმწიფოს“ ციხე-სიმაგრეებზე, მათ შორის მოსულზე, რომელზეც ერაყის სამთავრობო ძალებმა კონტროლი ივლისში აღადგინეს.
ბაღდადი, რომლისთვისაც აშშ-ს 25 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული, 2014 წლის ივლისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც ბისი ბედის თაობაზე ძალზე ბევრი ვარაუდის გამოთქმას დაუდო საფუძველი.
46-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც ჯიჰადისტების დაჯგუფებასთან კავშირების მქონე ვებგვერდზე გამოქვეყნდა, გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველი ამგვარი სიტყვაა, რომელიც გავრცელდა.
მოსულის გარდა მოსაუბრე იმოწმებს ბრძოლებს სირიის რაყაში და ჰამაში, და ლიბიის სირტში, აცხადებს რა, რომ სისხლისღვრა ამაო არ იქნება.
იგი ასევე საუბრობს რუსეთის შუამავლობით სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თავს ესხმის „ებრაელებს და ჯვაროსნებს“, ამბობს რა, რომ მხოლოდ „ისლამური სახელმწიფო“ იცავს მუსლიმებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.