პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სოფელ ქვემო ვაშლოვანის, ზედა ვაშლოვანისა და ჩაოს მოსახლეობას შეხვდა და ვაშლოვანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი იური აბულაძე წარუდგინა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ესაუბრა. საუბარი ასევე, შეეხო სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
„მჯერა, რომ კოორდინირებული მუშაობით, შევძლებთ, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას. თვითმმართველობის მთავარი ფუნქცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და თქვენთან ერთად პრიორიტეტების დასახვა იქნება. ჩემი მიზანიც სწორედ რომ საზოგადოების ჩართულობით, ორმხრივი კომუნიკაციითა და ერთობლივი ძალისხმევით თვითმმართველობის ეფექტიანობის გაზრდაა“, განაცხადა გოჩა მელაძემ, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.