„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ონიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გარდაბნის საავადმყოფოში მომუშავე პერსონალს შეხვდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა გარდაბნის მერობის კანდიდატი რამაზ ბუდაღაშვილი.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველი გუნდის კანდიდატებმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მომუშავე პერსონალმა ხაზი გაუსვა სოციალური დახმარების პროგრამაში არსებულ ხარვეზებსა და საავადმყოფოსთან არსებულ პარკინგის პრობლემას.

„გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ქალაქის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განაგრძობს განვითარებას და საავადმყოფოსთან არსებული პარკინგის პრობლემაც აუცილებლად მოგვარდება.
„ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, მზად ვარ, თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო“, განაცხადა ზაზა ონიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.