საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 აპრილის მდგომარეობით, უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული აპრილის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი.
“საგადასახადო შემოსავლებმა 2 მილიარდ 357.8 მლნ ლარი (113.6%) შეადგინა, რაც 282,1 მლნ ლარით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ასევე, გადაჭარბებითაა შესრულებული. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზით, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებულია 2 მილიარდ 443,3 მლნ ლარი (113.4%), რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 287.8 მლნ ლარით აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ მარტში 12,5 პროცენტით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. 2015 წლის თებერვლის მსგავსად, მარტშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და ზრდამ წინასწარი მონაცემებით, 4.1% შეადგინა, პირველ კვარტალში კი, 3.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.