ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი: „ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მუნიციპალიტეტმა ძველი ხიბლი დაიბრუნოს“
29-09-2017, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი სოფელ ზემო ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდა.

 


მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია, სასმელი წყლის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოციალური პრობლემების მოგვარება. ყურადღება ასევე გამახვილდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.

 


მერობის კანდიდატი ადგილობრივებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა და დაჰპირდა, რომ უახლოეს პერიოდში, სასმელი წყლის გარეშე არც ერთი სოფელი არ იქნება.

 


„ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მუნიციპალიტეტის თითოეული მცხოვრები და მათი კეთილდღეობაა. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მუნიციპალიტეტმა ძველი ხიბლი დაიბრუნოს. პოპულარიზაციას გავუწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და აღვადგენთ მივიწყებულ სპორტულ ტრადიციებს“, განაცხადა მერობის კანდიდატმა, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი