ზაზა მელიქიძე: „ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ახალციხის მერობის კანდიდატი“
29-09-2017, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება.

 


ზაზა მელიქიძე პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ახალციხეში, რეგიონის მერობის დანარჩენ ხუთ კანდიდატთან ერთად წარადგინა.

 


„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო ახალციხის მერობის კანდიდატი. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ნამდვილად გათავისებული მაქვს. რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, დავგეგმავ და განვახორციელებ იმ პროექტებს, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია“, განაცხადა ზაზა მელიქიძემ, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 


21ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

 


მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი