ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი შენდება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილემ ლევან ქვათაძემ და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერეს.
მათივე ინფორმაციით, ახალი კომპლექსის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება 299 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.