პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
ლევან ლიპარტია პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, რეგიონის მერობის დანარჩენ ხუთ კანდიდატთან ერთად წარადგინა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბორჯომის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს ასევე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოთხი წლის შემდეგ, ხალხის წინაშე პირნათლად წარვსდგეთ და ბორჯომი ერთ-ერთ წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ“, განაცხადა ლევან ლიპარტიამ, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
21ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.