„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო ნიდერლანდებში ავტოავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, 29 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ამსტერდამში, კონცერტზე იმყოფებოდა და ტაქსით თანმხლებ პირთან ერთად აეროპორტისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც ავტომანქანა ქალაქის დე ბოლელელაანის მიდამოებში ავარიაში მოჰყვა.
კლუბმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ჰოლანდიაში იმყოფებოდა და „ავარიის დროს დაზიანებები მიიღო, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.