თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომაზე, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატები ესწრებიან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისთვის ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას მოჰყვა.
კომისიათა გაფართოებულ სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ ნაკვეთზე ამჟამად ღია ავტოსადგომია და ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფართობის 1 ლარად გადაცემას ითხოვს, სანაცვლოდ კი, ერთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
სხდომაზე სიტყვა ითხოვა თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა.
„თაბორის მთაზე ზონის ცვლილებას შემდეგ ავტომატურად მოჰყვება მისი მითვისებაც. 40 ჰა აქვს უკვე ბიძინა ივანიშვილს თაბორის მთაზე დაკანონებული და კიდე ახალ ტერიტორიას აძლევთ ხომ? .... სამი კვირა გაქვთ დარჩენილი თქვენ ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამი კვირის მერე, ამ ქალაქს აუცილებლად ეყოლება პატრონი", განაცხადა უდუმაშვილმა და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად, საკრებულოს სხდომა დატოვა.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, განმცხადებელი ამბობს, რომ ჩადებს მილიონლარიან ინვესტიციას იმ პირობით, რომ მას თვითმმართველი გადასცემს ერთ ლარად კერძო საკუთრებაში აღნიშნულ მიწის ტერიტორიას.
შორენა ბუხრაშვილმა ითხოვა განმცხადებლებს წარმოედგინათ არსებობს, თუ არა აღნიშნულ ადგილზე პარკინგის მოსაწყობად გეოლოგიური დასკვნა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილმა კი განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 220-ადგილიანი სასტუმროს ასაშენებლად უკვე გაკეთებულია გეოლოგიური დასკვნა, თუმცა დასკვნა სხდომაზე ვერ წარმოადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.