„ბათუმის ბოტანიკური ბაღის ნაცვლად, ივანიშვილის სასტუმროს ეზო გვექნება“ - სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე ნაკვეთის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულოში ხმაური მოჰყვა
29-09-2017, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკითხის განხილვას, გადასცენ თუ არა კომპანია „ბიზნესდეველოპმენტს“ მიწის ნაკვეთები ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე.

 

 

ოპოზიციის ინფორმაციით, საუბარია ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის 6 ათას კვ. ტერიტორიისა და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ბიზნესდეველოპმენტისთვის" გადაცემაზე, რასაც საკრებულო 50-წლიანი იჯარით და აჭარის მთავრობის თანხმობით გეგმავს.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საკითხის განსახილველ საკითხთა დღის წესრიგიდან მთლიანად ამოღებას ითხოვდნენ.

 


მათი თქმით, მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დღეს დილით განხორციელდა, ბათუმის საკრებულო კი, სწორედ ამას შემდეგ შეიკრიბა.

 


„საკითხი შემოვიდა დარღვევით, შესაბამისი ამონაწერები მას არ ახლდა. არ იყო გამოყოფილი და არ ვიცოდით რა მიწის ნაკვეთი უნდა გადაგვეცა. კომისიებმა განიხილეს ისე, რომ არ ვიცოდით რა მიწის ნაკვეთები უნდა გადაგვეცა. ბიურო ჩავატარეთ ისე, რომ ამონაწერი არ გვქონდა. და ახლა, 15 წუთის წინ, როგორც იქნა, საასწრაფო წესით მოახდინეს იუსტიციის სახლში მიწის ნაკვეთის გამიჯვნა. ამაზე მეტი დარღვევით საკითხის განხილვა გინახავთ?", განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, „უნიკალური ბოტანიკური ბაღის ნაცვლად, რომლითაც არა მხოლოდ ბათუმელები, არამედ ყველა ვამაყობდით, გვექნება ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს ეზო“.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძის განმარტებით კი, ეს არის, დაახლოებით, 3 მილიონის ინვესტიცია და ფართობის გადაცემის სანაცვლოდ, 2017 წლის ახალი მოდელის საბაგირო გაკეთდება.

 

კომენტარები: 1
#1   გიორგი
      
ბიძინამ ააშენა ბლექსი არენა ულამაზესი პარკით ერთი ამბავი ქონდათ ატეხილი თავისთვის იშენებსო და აღმოჩდა რომ სახელმწიფოს აჩუქა ერთი კითხეთ ამ ნაძირალა მიშა შნირებს მათ რამე თუ უჩუქებიათ კი არა ანაზღაურების გადახდითაც თუ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის რამე ეს მიშა ნაძირლების ბრბო

ბიძინამ ააშენა ბლექსი არენა ულამაზესი პარკით ერთი ამბავი ქონდათ ატეხილი თავისთვის იშენებსო და აღმოჩდა რომ სახელმწიფოს აჩუქა ერთი კითხეთ ამ ნაძირალა მიშა შნირებს მათ რამე თუ უჩუქებიათ კი არა ანაზღაურების გადახდითაც თუ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის რამე ეს მიშა ნაძირლების ბრბო
29 სექტემბერი 2017 08:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი