პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების, ჯაღირასა და სამესხიოს მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ბაკურ სონგულია წარუდგინა.
ბესიკ ფარცვანიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით, უახლოეს მომავალში, ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სრული ღდგენა დაიწყება. სამესხიოსა და ჯაღირის მოსახლეობამ კი, მთავარ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზებისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხების მოგვარება დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.