„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი ფონის, კაბალისა და კავკასიონის უბნების მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიიდან აცნობეს, კაბალში, ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან შეხვედრისას, კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე.
„ჩვენ მონათესავე კულტურის, ერთი სახელმწიფოს და საერთო ინტერესების მქონე ხალხი ვართ. მერად არჩევის შემთხვევაში, ჩემი მიზანია, მაქსიმალურად დაფასდეს თქვენი შრომისმოყვარეობა“, განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კაბალში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხოციელდა - აღდგა გზები, მოწესრიგდა სასმელი წყლის სისტემები, თუმცა, ამ კუთხით გამოწვევები კიდევ არსებობს. მდივნიშვილის თქმით, მისი მერად არჩევიდან მოკლე პერიოდში დაიწყება მუშაობა აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.