„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში - ნინოწმინდასა და ახალქალაქში ერევანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ხმები მხოლოდ ორ პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის გადანაწილდება, მათ კი, როგორც ნათელაშვილი ამბობს, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სიებში შეყვანილი ჰყავთ „მთელი ჯავახური სეპარატისტული დაჯგუფება“.
„ივანიშვილი ყიდის ჯავახეთს. ივანიშვილის რეჟიმი, ერევანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმებით, ამ რეგიონში არსებულ ხმებს მხოლოდ ორ პარტიას შორის გაყოფს. ესენი არიან – კრიმინალური „ქართული ოცნება“ და უცხოური სპეცსამსახურებიდან დაფინანსებული „პატრიოტთა ალიანსი“. მათ სიებში შეყვანილია მთელი ჯავახური სეპარატისტული დაჯგუფება სამველ პეტროსიანის მეთაურობით, რომელთა მიზანია, ჯერ რეგიონის კულტურული ავტონომია გამოაცხადონ, შემდეგ პოლიტიკური ავტონომია და საბოლოო ჯამში, ტერიტორია დედა საქართველოს ჩამოაცალონ. ორივე პარტიას მოვუწოდებ, პარტიული სიები ნინოწმინდასა და ახალქალაქში გააუქმონ და საქართველოს მოქალაქე სომხებს საშუალება მისცენ, გარიგების გარეშე თავისი აზრი გამოხატონ და მხარი იმ პარტიას დაუჭირონ, რომლებიც მათ ხედვებთან ახლოს არიან“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.