თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზი ბლოკირებულია. ცოტა ხნის წინ დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ სხდომის გადადებას, რომელზეც ოპოზიციის განცხადებით, თბილსისის ცენტრში, პუშკინის სკვერთან არსებული მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემის გადაწყვეტილების მიღება იგეგმება.
დაპირისპირება საკრებულოში ამ დრომდე გრძელდება, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს და „ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
„ყველაფერზე ხელისმომწერები არიან, ოღონდ ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს... არ მივცემთ თბილისის ტერიტორიებს ბიძინა ივანიშვილს“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„მოიყვანეს სუსი, სპორტსემნმები, რომლებიც პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდნენ. არ მოხდება არანაირი არეულობა, ჩვენი ინტერესია დავიცვათ ქალაქის ინტერესი, ეს სხდომა არ ჩატარდება“, თქვა ელენე ხოშტარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.