საინჟინრო ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა.
ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნების დასრულება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა პატრიკ ვაგნერმა მიულოცეს და კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები გადასცეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობა საინჟინრო ბრიგადის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულის 50-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულმა სპეციალურმა სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებმა მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის ჯარისკაცებმა სხვადასხვა პირობებში დაბინძურებული ტერიტორიების დაზვერვის, მონიშვნის და მასშტაბის დადგენის პრინციპები შეიასწავლეს, ასევე ტერიტორიების პერსონალისა და ტექნიკის დამუშავებისთვის საჭირო მასალებისა და რესურსების რაოდენობის დადგენისა და მომზადების ხერხებს დაეუფლნენ.
საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.