მამუკა მდინარაძე: „ნაციონალები“ ცდილობენ ნებისმიერი მეთოდით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე, როგორც ამას აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის მთელ პერიოდში“
29-09-2017, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგიტაციას კანონდარღვევით ახორციელებენ.

 


იგი აღნიშნული ფაქტის შესწავლის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და აცხადებს, რომ საკითხი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

 


„დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე, მათთვის დამახასიათებელი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით.

 


ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული, ბათუმის N1 უბნის საარჩევნო კომისიის წევრი მარინა ჟღენტი ღიად ახორციელებს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო აგიტაციას. აღნიშნული ქალბატონი მოქალაქეს აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას და ამასთანვე აწვდის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მასალას, რაც აშკარა კანონდარღვევაა. ეს ქმედება აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, რაც გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვას საარჩევნო კომისიის წევრისათვის“, განმარტავს მამუკა მდინარაძე.

 


მისი თქმით, ვიდეომასალაში საარჩევნო კომისიის წევრი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ დავალება მიღებული აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან.

 


„მოცემული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე არის ეს, თუ როგორ ცდილობენ ისინი ნებისმიერი მეთოდით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე, როგორც ამას აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის მთელ პერიოდში. აქედან გამომდინარე, მივმართავ ცესკოს დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს მკაცრი რეაგირება მოცემულ ფაქტზე“, განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი