სენაკის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში პირველობისთვის სამხედო პოლიციის, სახმელეთო ჯარების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების, ასევე წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული გვარდიის, საინჟინრო ბრიგადის ათმა გუნდმა იასპარეზა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული II ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე II საარტილერიო ბრიგადის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე III ქვეითი ბრიგადის გუნდი გავიდა.
„პირველ ადგილოსან გუნდს მედლები სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა, ხოლო საპრიზო თასი გენერალური შტაბის სპორტული სამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ყარმაზანაშვილმა გადასცა. მედლებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.
დღესვე გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, ბაკურ ნანეიშვილი. საუკეთესო მეკარე - II საარტილერიო ბრიგადის გუნდის მეკარე კობა იაკობაძე. საუკეთესო თავდამსხმელი - II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამახურე ნიკოლოზ უგრეხელიძე.
ტურნირის ორანიზება გენერალური შტაბის სპორტულმა სამსახურმა უზრუნველყო, ხოლო ტურნირში მონაწილე საფეხბურთო გუნდებს II ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.