თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი მოსახლეობას: „ჩვენ უნდა მოგისმინოთ და თქვენი გადაწყვეტილებები განვახორციელოთ“
29-09-2017, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი სოფლებს, ართანასა და ლალისყურს ესტუმრა და მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები ბესიკ გაიპარაშვილი და გიორგი ქიზიყელაშვილი წარუდგინა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადგილობრივებმა შეხვედრაზე ლალიყურის გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხი დააყენეს და მერობის კანდიდატს სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობამ მერობის კანდიდატს ყურძნის ფასებთან დაკავშირებით, სახელმწიფო და კერძო სექტორთან შუამდგომლობის საკითხში დახმარება სთხოვა, ასევე, მათ განსაკუთრებული ყურადღება სასმელი წყლის, საუბნო გზების, გარე განათების, სარწყავი და სანიაღვრე არხების გაწმენდა-კეთილმოწყობის საკითხების მოგვარებაზე გაამახვილეს.

 


„მოსახლეობას უდიდესი ძალა აქვს. ჩვენ უნდა მოგისმინოთ და თქვენი გადაწყვეტილებები განვახორციელოთ, რადგან ნებისმიერ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ხალხის ნდობით აქვს მინიჭებული. ამდენად, თუ მმართველობის სადავეებს გვანდობთ, გპირდებით, რომ უპირველესად, თქვენს პრიორიტეტებს გავითვალისწინებთ და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმ საკითხების გუნდურად მოსაგვარებლად, რაზეც დღეს ვსაუბრობთ“, განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

 

 

პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული პრობლემების საკითხი ეტაპობრივად, თელავის მერიის კომპეტენციის ფარგლებში გადაწყდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი