პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ბიჭიკო პაიკიძესთან ერთად, სოლომონ II-ის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა წარუდგინა.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს მუნიციპალიტეტს ღირსეული კანდიდატი წარუდგინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერით, ალექსანდრე გოგორიშვილი ვანის სასიკეთო საქმეებს გააკეთებს“, განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადგილობრივ მოსახლეობას მერობის კანდიდატმაც მიმართა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„გპირდებით, ჩემი არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წელი ვანის აღმშენებლობის წლები იქნება და ქალაქის იერსახე მთლიანად შეიცვლება. უკვე მზადაა ქალაქში კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების პროექტი, რომლის ღირებულება 21 მილიონი ლარია. ასევე, მომავალი წლიდან დაიწყება ქალაქის შიდა გზების აღდგენა. 2018 წლის ბოლოს, არქეოლოგიური მუზეუმის სარემონტო სამუშაოები დასრულდება და დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ვანში აღმოჩენილი ექსპონანტები ვანს დაუბრუნდეს, რაც ტურისტების რაოდენობას გაზრდის“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.