პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია კუნძულის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თორნიკე შონიასთან ერთად, მემედ აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
„ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტისა და კულტურის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანია. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რომ თანდათან ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს და ხალხმა კეთილდღეობა საკუთარ თავზე იგრძნოს. ჩვენი გუნდი მზადაა, დაწყებული პროექტები დაასრულოს და ახალი პროექტების განხორციელება დაიწყოს. ფოთი ძლიერი თვითმმართველობის მაგალითი იქნება“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გოჩა კურდღელიამ, ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობით დაიგეგმება, რათა მათ ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.