თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ცენტრში, პუშკინის სკვერთან არსებული მიწის ნაკვეთის საკითხი დაამტკიცა
29-09-2017, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვა დაასრულა.

 

 

28 მომხრე, 3 წინააღმდეგი - კენჭისყრის ასეთი შედეგებით საკრებულომ დაამტკიცა საკითხი, რომლის მიხედვითაც, პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ, მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.

 

 

ოპოზიციის განცხადებით, ამ ნაკვეთზე ამჟამად ღია ავტოსადგომია და ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფართობის 1 ლარად გადაცემას ითხოვდა.

 

 

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, „საკრებულო იქცა ბიძინა ივანიშვილის ნოტარიალურ კანტორად".

 

 

„მე მინდა ვკითხო კახი კალაძეს, რომელიც დადის გაწკეპილი, იწერს ვიდეოებს სუფთა ჰაერზე, ეპრანჭება ვიღაცას ბევრი ლაპარაკით მწვანეზე, მობრძანდეს და გვიპასუხოს რას ნიშნავს ისევ მიწების გადაცემა ბიძინა ივანიშვილისთვის, რას ნიშნავს ისევ სტატუსის შეცვლა ზონის, გაჩეხვა ხეების, მოვიდნენ და პასუხი აგონ", განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

„დღეს საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისში აშენდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა, აღნიშნული განცხადება კი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

საკრებულოს კომიტეტთა გაერთიანებულ სხდომაზე, აღნიშნული საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

დაპირისპირება მოხდა უშუალოდ საკითხის კენჭისყრამდეც. თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზი ბლოკირებული იყო. დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ სხდომის გადადებას.

 


საათნახევრიანი ხმაურის შემდეგ, თბილისის საკრებულოში სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წარმომადგენელი გაიყვანეს.

 

 

„ფულის გადახდაც კი არ უნდა თბილისის ბიუჯეტში, ბატონ ბიძინას, უბრალოდ უნდა, რომ იჩუქოს ეს ტერიტორია, სადაც რაღაც ავტოსადგომს აპირებს რომ ააშენოს თავისი სასტუმრო კომპლექსის", განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი