საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
„III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.