რუსეთში ჯარისკაცმა ერთი ოფიცერი და ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლა
29-09-2017, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ამურის ოლქში სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ერთი ოფიცერი და ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლა, დაჭრილია კიდევ 2 ადამიანი.

 


ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

ინციდენტი პოლიგონზე ღამის გეგმიური სროლებისას მოხდა.

 

 

„სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ ჯგუფის მიმართულებით, რომელიც ცეცხლის ზონაში შესვლას ელოდებოდა, ჯერი გაუშვა“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

ოფიცერი და ორი სამხედრო მოსამსახურე მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზევე დაიღუპა, კიდევ ორი სამხედრო პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯარისკაცი, რომელმაც სროლები განახორციელა, პოლიგონის ტერიტორიიდან მიიმალა.  მიმდინარეობს ოპერაცია მისი ძებნისა და დაკავების მიზნით.

 

 

მომხდარის მიზეზი არ დასახელებულა. უწყებაში ყველა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის სამხედრო მოსამსახურის ნერვიულ აშლილობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი