პრეზიდენტის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ დოკუმენტი განიხილებოდა, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა
29-09-2017, 19:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა დოკუმენტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა.

 


„ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებზე. იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ვისაუბრეთ ნატო-ს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის გეგმაზე, განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ის წვრთნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს და ის სირთულეები, რომლებიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, რუსული ოკუპაცია მიმდინარე საფრთხეა და ეს საფრთხე განელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოკუპაცია შეწყდება.

 


ამჯერად, არ არის პირდაპირი ინდიკატორები, რომლებიც შეიძლება იყოს გადათარგმნილი მყისიერ საფრთხედ, მაგრამ ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, მილიტარიზაცია, წვრთნები, რომლებსაც შესაშური რეგულარულობით ატარებენ რუსები, რა თქმა უნდა, არის ხიფათის წყარო და ამაზე მუდმივად უნდა მიდიოდეს მსჯელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს პარტნიორებთან, აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრებმა განიხილეს ასევე: სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო; რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.

 


საქართველოს პრეზიდენტთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილთან ერთად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი