სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არჩევნები უახლოეს კვირა დღეს რომ ტარდებოდეს, პუტინს რუსეთის მოქალაქეების 67% მისცემდა ხმას
29-09-2017, 21:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის 2/3-ზე მეტი მოქალაქე ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ვალდიმერ პუტინს მისცემდა ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები შემდეგ კვირა დღეს რომ ტარდებოდეს. პირველ სამეულში ასევე შევიდნენ ЛДПР-ის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი და КПРФ-ის ლიდერი გენადი ზუგანოვი.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, გამოკითხვა ფონდმა, „საზოგადოებრივი აზრი“ ჩაატარა.

 


სოციოლოგიური კვლევის თანახმად, პუტინს რუსეთის მოქალაქეების 67% მისცემდა ხმას, თუკი არჩევნები უახლოეს კვირა დღეს ჩატარდებოდა. 2016 წლის პირველ კვარტალში ანალოგიური პასუხი 71%-მა მისცა, მეორე კვარტალში 64%-მა და მას მერე ეს პროცენტული მაჩვენებელი 60-67%-ს შორის მერყეობს.

 


მეორე და მესამე ადგილებზე ჟირინოვსკი (7%) და ზუგანოვი (4%) არიან. რესპონდენტების მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე არ მივიდოდა, 2%-მა თქვა, რომ გადახაზავდა ბიულეტენს, ხოლო 9%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა. 1%-იანი მხარდაჭერა აქვთ მილიარდერ მიხეილ პროხოროვს და „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერს, სერგეი მირონოვს.

 


გამოკითხვა 23-24 სექტემბერს ჩატარდა და სულ 3 000 მოქალაქე გამოიკითხა. სტატისტიკურად ცდომილება 3.6%-ზე მეტს არ შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი