სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე გააკეთა. ყიფიანმა თქვა, რომ იგი სპორტულ სფეროში საქმიანობას განაგრძობს.
ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობიდან, რომელმაც პოსტი დატოვა. კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, ყიფიანის თანამდებობიდან წასვლის გამო მთავრობა პარლამენტში ხელახალი ნდობის მისაღებად უნდა შევიდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.