პარიზში, 29 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატის სია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის არჩევის მიზნით. სხდომაზე სამივე კანდიდატთან ინტერვიუ გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტმა მოიწონა სია და რეკომენდაცია მისცა საპარლამენტო ასამბლეას, 2017 წლის ოქტომბრის სესიაზე კენჭი უყაროს საქართველოდან მოსამართლის არჩევას წარდგენილი 3 კანდიდატიდან.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, რომელიც სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა წარადგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.