პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი და ჩუმლაყის, ვაზისუბნისა და ვაჩნაძიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გია შაოშვილი, დავით პაიჭაძე და ზურა სიმონიშვილი, სოფლების, ვაზისუბნისა და ვაჩნაძიანის მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველი გუნდის კანდიდატებმა სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ხოლო მოგვიანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან გამართეს შეხვედრა.
მერობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მოსახლეობისგან არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა და სოფლის დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა. გარწმუნებთ, რომ მომავალი ოთხი წელი სწორედ ამის დასტური იქნება, მაგრამ მე და ჩემი გუნდი თქვენს გარეშე ვერ შევძლებთ საქმის კეთებას. თქვენი დახმარება თითოეულ ნაბიჯზე დამჭირდება, იმისთვის რომ უფრო სწორი და მიზანმიმართული ქმედებები გვქონდეს, უფრო რაციონალური შედეგები მივიღოთ. მე არ ვიქნები კაბინეტური მერი, ცვლილებების და გურჯაანის გაცოცხლების დრო მოვიდა“, აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.
მერობისა და დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან ერთად ატმისა და ყურძნის ფასები და მისი რეალიზაციის საკითხიც განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.