ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი: ლაგოდეხის განვითარება მოსახლეობის თანამონაწილეობით მოხდება
30-09-2017, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი სოფლების, განჯალას, უზუნთალასა და არეშფერანის მოსახლეობას შეხვდა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსახლეობასთან შეხვედრისა და საარჩევნო პროგრამის გაცნობის გარდა, კანდიდატი არეშფერანის, განჯალასა და უზუნთალას პრობლემებსაც გაეცნო.

 


„მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვის და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა გააჩნდეს. ამისთვის მხოლოდ მათი მონდომება და შრომისმოყვარეობა არ კმარა. საჭიროა, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დახმარება. არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მეურნეობის განვითარებას, მცირე ბიზნესსა და წარმოებას, თუმცა ხშირად მოსახლეობას ამ პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვს სრულყოფილი“, განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

 


მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, მოსახლეობას ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და გაძლიერებაში დაეხმარება.

 


მეროის კანდიდატის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, საკუთარ გუნდთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარებას უზრუნველყოფს, ეს კი, მოსახლეობის თანამონაწილეობითა და აქტიური ჩართულობით მოხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი