„კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს, გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში“
30-09-2017, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს ძალიან დიდი ტკივილი. მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს ორი რეგიონი არის საქართველო, ჩვენი სამშობლო, მაგრამ თბილისი ჩვენი დედაქალაქია და თითოეული ჩვენგანის სურვილია, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო უკეთესი, მოწესრიგებული და ლამაზი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა ქალაქში და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ისინი მოგვარდეს“, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან თბილისის განვითარების ხედვაზე, დაგეგმილ მიმართულებებზე და პროექტებზე ისაუბრა.

 


„მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.

 

 

კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს, გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.

 

 

მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს, ასევე, მოაგვარებს დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების პრობლემას, სადაც ოჯახები ათეული წელია ცხოვრობენ.

 


კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერიაში მოქმედი ოცდაორივე პროგრამა გაგრძელდება და განვითარდება.

 


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის ღონისძიებებისა და გადაცემული საცხოვრებელი ფართების სტატისტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

აფხაზეთიდან დევნილებმა მხარდაჭერა გამოხატეს თბილისის მერობის კანდიდატის მიმართ და აღნიშნეს, რომ კახა კალაძე ის რეალური კანდიდატურაა, რომელიც თბილისს ცვლილებებს მოუტანს", ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი