„ევროპული საქართველო“ 1-ელ ოქტომბერს, 18:00 საათზე პუშკინის სკვერში საპროტესტო აქციას გამართავს.
აქცია პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ თაბორის მთაზე გამართული ბრიფინგის დროს დააანონსა.
„ჩვენ ვიმყოფებით თაბორის მთაზე, რომელიც ეკუთვნის თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის მცხოვრებს, რომელიც არის უძვირფასესი ადგილი, სადაც დღეს შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი განსხვავებით ფარისეველ კალაძისგან, რომელიც გვესაუბრება ვითომ ხრჩობაზე და გვანახებს ლამაზ დაფოტოშოპებულ მწვანე ადგილებს. დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ და საკრებულომ გუშინ გადაწყვიტა, რომ ამ ადგილზე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა და მოუნდა, რომ თავისი ეზო გაიფართოვოს, ამ ადგილზე გუშინ საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მორჩილებით დაუშვა ის, რომ აქ დაიწყოს მშენებლობები და ძალიან მალე უმზადებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაცემას, რომ წაგვართვან თბილისელებს ჩვენი კუთვნილი ადგილები. ზუსტად ასე, მან არ იკმარა 397 ათასი, რომელიც მან ქალაქს წაართვა ასეთივე მორჩილებით ადგილობრივი თვითმმართველობის და კიდევ ბოლომდე უნდა რომ გიფართოვოს ეს გზა.... ამ გუნდისთვის, კალაძისთვის, ივანიშვილისთვის კანონი არის უბრალოდ მათი კორუფციული სურვილების შესრულების გზა და არა უზენაესი წესი ჩვენ ქალაქში ცხოვრების. ზუსტად ასე მან ქალაქის შუაგულში, პუშკინის სკვერში, გადაწყვიტა, რომ თავის სასტუმროს მოუწყოს 1 900 კვ. მეტრზე პარკინგი და პირდაპირ წერილში მოითხოვა, რომ ერთ ლარად მას ქალაქმა გადასცეს პარკინგი იმიტომ, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამას შევეგუოთ და „ევროპული საქართველო" ხვალ მოუწოდებს ყველას, 18:00 საათზე, პირველ ოქტომბერს, პუშკინის სკვერში გავაპროტესტოთ ეს უკანონობა, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის მიმართ, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება კანონის მიმართ და ვუთხრათ არა იმას, რომ ვინმემ, როდესმე მიიტაცოს ჩვენი ტერიტორიები,“ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.