ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მოხდა სოფელში მდებარე მე-10 საუკუნის ტაძართან, რომელსაც რესტავრაცია უტარდება.
ადგილობრივებმა, ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ კულტურის სამინისტროს ბალანსზე მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. აღნიშნულს კი, პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად, რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა. სოფელ კუმურდოში ვითარების ადგილზე გარკვევის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ცოტა ხნის წინ ჩავიდა.
მინისტრი ამ წუთებში ადგილობრივებს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.