პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის - რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის - თემურ აბაზოვი, ბოლნისის - დავით შერაზადიშვილი, დმანისის - გიორგი ტატუაშვილი, წალკის - ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს - გიორგი ქორიძე.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდნ აცნობეს, პრემიერ მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.
„თითოეული მათგანი ნამდვილი პროფესიონალია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, თითოეული თქვენგანის პრობლემის გადაჭრას მოახმარონ. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა და ერთად უნდა შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.