„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი სოფელ უბისას ამომრჩეველს შეხვდა. როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივებს იმ მნიშვნელოვან პროექტზე ესაუბრა, რაც ხელისუფლებამ უბისას ეკლესიის მიმდებარედ გააკეთა.
კანდიდატის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, უბისაში 2-მილიონიანი პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც ნაწილობრივი რეკონსტრუქცია-რესტავრაცია ჩაუტარდა XII საუკუნის ტაძარს, მოასფალტდა და კეთილომოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ტურისტებისთვის აშენდა საინფორმაციო ცენტრი და მოეწყო გარეგანათების ქსელი.
„ჩვენი ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციას. უბისა ხარაგაულელებისთვის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია და ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ამით”, აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.
მისივე თქმით, უბისის მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები დასაქმება და სოციალური დახმარება, ასევე, გზებზე მიმდინარე მშენებლობების დროს უსაფრთხოების დაცვა და ეკოლოგიური საფრთხეების მინიმუმადე დაყვანაა.
როგორც თოფურიძემ აღნიშნა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უბისის მოსახლეობის მოთხოვნა - ძინძიბოურის უბნისთვის გზის აღდგენა, აუცილებლად განხორციელდება.
უბისას ამომრჩევლებთან შეხვედრას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტში კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.