ფოთის მერობის კანდიდატმა, გოჩა კურდღელიამ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
30-09-2017, 18:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა, გოჩა კურდღელიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში ირაკლი კაკულია, ნინო ბაკურაძე, თამარ თოფურია, აკაკი დარჯანია, ხვიჩა ცხვიტარია, ზურაბ ჩაჩუა, ჯემალ მიგინეიშვილი, ბაქარ ერაგია, თემურ დუნდუა და პაატა ქირია შედიან.

 


როგორც გოჩა კურდღელიამ განაცხადა, დეპუტატობის კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა იზრუნონ ფოთის განვითარებისთვის და ქალაქის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრონ.

 


ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ცენტრის უბანში - დავით კვიციანი, ოლეგ ნაჭყებია, კუნძულის უბანში - თორნიკე შონია, დავით ესებუა, ზვიად ბჟალავა, მალთაყვის უბანში - თორნიკე კირთაძე, ბექა ვაჭარაძე, ზვიად დგებუაძე, ხოლო ნაბადის უბანში - სამსონ კუტალია და მალხაზ ფოჩხუა.

 


„ეს ადამიანები ფოთის საკრებულოში თქვენი ინტერესების დამცველები იქნებიან. ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად ვაქცევთ ფოთს ძლიერ თვითმმართველ ქალაქად - ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება პირობები თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი